მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო 2025 წელს როტაციის პრინციპით ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი იქნება

ენერგეტიკული გაერთიანება

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, - ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა.

საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22-ე მინისტერიალის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაერთიანების ქვეყნებში განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის ამოცანების შესრულებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, ერთი მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, გააძლიეროს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდაკავშირებადობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 2017 წელს გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები