მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო 5 ქვეყნის მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

605869141ca8d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.21 14:53
903
გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, 25-26 მარტს საქართველო პირველად საერთაშორისო კონფერენციას - "ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ უმასპინძლებს.

ღონისძიება თემაზე - "მომავალი მწვანე და ინკლუზიურია", ვირტუალურ ფორმატში გაიმართება და ისეთი საკითხების განხილვას მიეძღვნება, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინფორმაციით, კონფერენციას გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი გახსნიან. ასევე, ღონისძიების სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილნი იქნებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი.

ღონისძიების დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ბმული: https://unglobalcompact.org/take-action/events/1876-making-global-goals-local-business-georgia#overview



ღონისძიება შვედეთის მთავრობის და IFC-ის პროგრამის მხარდაჭერით იმართება, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-სთან პარტნიორობით ხორციელდება.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები