წელს საქართველო მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პირველად წარადგენს. ამისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა და ამ პროცესში მათ მხარდაჭერა თიბისისგან მიიღეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
სტუმრები: მარიამ თევზაძე - თიბისის სტრატეგიული პროექტების უფროსი მენეჯერი;
გიგი გიორგაძე - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი