HR კომპანია Moorepay-ის კვლევის თანახმად, ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში სახელმწიფო პენსია ვერ ფარავს ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს (ქირის გამოკლებით). მათ შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოში, ალბანეთსა და უკრაინაშია. ცხოვრების ღირებულების ნახევარზე ნაკლებს, 42%-ს ფარავს პენსია მოლდოვაშიც.
39 ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში, პენსიის მიერ ცხოვრების ღირებულების დაფარვის მაჩვენებელი მერყეობს საქართველოს 22%-დან ლუქსემბურგის 225%-მდე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში პენსია თითოეული ადამიანის შემთხვევაში საჭირო ხარჯების ნახევარზე ნაკლებს, მხოლოდ 22%-ს ფარავს.
რეიტინგში მაღალი მაჩვენებლით ლუქსემბურგი, იტალია და ფინეთი გამოირჩევა.
რეიტინგი, თუ ცხოვრების ღირებულების რა ნაწილს ფარავს საშუალო სახელმწიფო პენსია (ქირის გამოკლებით) ასე გამოიყურება:
მონაცემები წარმოდგენილია ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და საშუალო პენსიაზე 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის.




























