მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა - საელჩოს განცხადება

აშშ

საქართველოს და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წელი შესრულდა. აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ 1992 წლის 24 მარტს ქვეყნებს შორის ოფიციალურად დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, რამაც საფუძველი ჩაუყარა მრავალწლოვან თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, ხოლო ეს ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მომდევნო ეტაპი იყო.

ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა აშშ-ის საელჩოს გახსნას თბილისში რაც შეიძლება მალე და საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით”, - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს, აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში და მოხდა ფინანსური დახმარების გადახედვაც. აღნიშნულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები