საქართველო ავტოჰაბის ფუნქციის დაკარგვის რისკის წინაშეა - ამის შესახებ ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, დარგის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართულ ბაზარზე მომრავლებული უცხოელი დილერები, რომლებსაც საქართველოში ავტომობილები ჩამოჰყავთ და ქვეყნიდან რეექსპორტის მიზნით თავადვე გაყავთ. მისი თქმით, სწორედ ეს გარემოებაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარე წლის ოთხ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი შემცირდა. დარგის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრას და ბაზარზე გარკვეული რეგულაციებს დაწესებას ითხოვენ.