მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონული ჰაბი

2005 წლიდან საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა, საქართველოში ავტომობილების დაახლოებით 68% ამერიკიდან იმპორტირდება, ამერიკის ბაზარზე არსებობს რამდენიმე აუქციონი, ყველაზე დიდი კი კოპარტია, რომელსაც ამერიკულ ბაზარზე, სადაზღვევო აუქციონებს შორის 69%-იანი, ხოლო საქართველოში, ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების 70% იანი წილი უკავია. საქართველოში დაზიანებული ავტომობილები სამრეწველო ნედლეულის სახით ჩამოდის, მუშავდება და ექსპორტზე გაყიდვის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს.

ექსპორტის სტატისტიკა ესე გამოიყურება:

2019 - 107,265 ერთეული და $ 732,807,070;

2020 - 40,711 ერთეული და $ 400,520,290;

2021 - 63,860 ერთეული და $ 456,566,850;

2022 - 79,887 ერთეული და $ 905,731,790;

2023 (3 კვარტალი) - 79,316 ერთეული და $ 1,566,072,870 (საქსტატის მონაცემები)

ყურადღებას იქცევს ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებული ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

2022 წლის 3 კვარტალთან შედარებით, 2023 წლის სამ კვარტალში ყაზახეთის მიმართულებით 433.96% - ით, ყირგიზეთის 117.82% - ით, ხოლო სომხეთის მიმართულებით 87.33%-ით გაიზარდა რეექსპორტის მაჩვენებლები.

სტუმარი: კახა ლომიძე - "კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები