ბევრ განვითარებად და ნაკლებადგანვითარებულ ქვეყანაში, ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს რეგიონის მოსახლეობა იღებს. ეს საშუალებები, ადგილობრივ დონეზე თვითდასაქმების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციის გაზრდით ჩნდება. თუმცა იმისათვის, რომ ტურიზმი ქვეყნის სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმაროს და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, საჭიროა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, სერვისი, დავამატოთ მეტი პირდაპირი რეისი, ვიქცეთ უსაფრთხო ქვეყნად, რომელიც ახალ რეალობაში ”წითელი ზონიდან” ამოსვლასაც გულისხმობს და მოიხაზოს საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად.