აზერბაიჯანი და საქართველო საზღვარზე ვეტერინალურ და ფიტოსანიტარულ კონტროლს გაამკაცრებენ. 1 მარტს საქართველოს საზღვარზე სპეციალური პუნქტის მშენებლობაც დაიწყო, სადაც ვეტერინალური კონტროლი განხორციელდება.
ლაბორატორიაში პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შემოწმდება.
მშენებლობა ევროკავშირის პროექტის „წითელი ხიდის განვითარება“ ფარგლებში ხორციელდება.
წითელი ხიდის ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ცოცხალი ცხოველების, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის პროდუქტების, კონტროლს ევროპული სტანდარტებით განახორციელებს.
შენობის მშენებლობის დაწყებას შემოსავლების სამსახურის თავმჯდომარე გიორგი თაბუაშვილი და აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მხრიდან და მას გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის სრულად განხორციელება 2018 წლამდეა დაგეგმილი.
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 660 000 ევროს შეადგენს, აქედან 2 128 000 ევრო ევროკავშირმა უზრუნველყო, ხოლო დანარჩენი თანხა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარ კონტრიბუციას წარმოადგენს.

























