მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ბავშვთა დასვენებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად აღიარეს - Interfax.ru

5d3bfc6da6643
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.19 11:46
970
რუსულმა სადაღზღვევო ინდუსტრიამ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად დაასახელა ბავშვების დასვენებისთვის,-ამ სათაურით სტატიას რუსული Interfax აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად უცხოეთში დასვენებისას რუსი ბავშვები ბულგარეთში ხდებიან შეუძლოდ, საქართველო კი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ აღიარეს ბავშვების დასვენებისთვის,- ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია АльфаСтрахование-ის კვლევაშია ნათქვამი.

“ინტერფაქსი” წერს, რომ კვლევის ავტორები ამ შედეგებამდე 2017-2018 წლების მონაცემების საფუძველზე მივიდნენ, რომლებიც ეყრდნობოდა მშობლების მიმართვიანობას საკუთარ შვილებთან დაკავშირებით უცხოეთში მგზავრობისას.

ე.წ. ანტირეიტინგში პირველი ადგილი ბულგარეთმა დაიკავა, მომართვიანობა თითქმის მესამედია - 30%, ყველაზე ხშირად კი ბულგარეთში 8-დან 17-წლამდე ბავშვები ავადმყოფობენ. მეორე ადგილზე თურქეთია - 10%-იანი მიმართვიანობით, თუმცა, აქ სხვა ასაკობრივი კატეგორიაა - 3 წლამდე ბავშვები. მესამე ადგილს ესპანეთი იკავებს 9,7%-ით.

შემდეგ მოდის კვიპროსი - 6% და ტაილანდი - 5,7%-ით.

რაც შეეხება საქართველოს, კვლევის მონაცემებით, მიმართვიანობა დასასვენებლად წასული რუსი ბავშვების ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ 2%-ია, იგივე მონაცემია ინდონეზიაში. ისრაელში - 1,6%, ავსტრიაში - 1,5% და საფრანგეთში 1,2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები