ევროკავშირის პალატა (EuCham) ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
რეიტინგში 100-დან 87 ქულით პირველ ადგილს დანია იკავებს. სამეულში შედიან ნორვეგია და ფინეთი.
საქართველო სიაში მე-18 ადგილზეა 69 ქულით. საქართველოს მსგავსად 69 ქულა აქვს ლიეტუვას, პოლონეთსა და ლატვიას. ჯამში სიაში 46 ქვეყანაა, ბოლო პოზიციაზე კი უკრაინა მოხვდა.
წინა წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა მცირედით გაუმჯობესდა, 0.42 ქულით. ამის მიზეზი კი საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში გაზრდილი ქულაა, 80.2-დან 82.0-მდე. რეიტინგში ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის რეიტინგის პოზიციაც, რომელშიც საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.
Forbes Georgia

























