მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

5e2edfaf2d69d
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 23:00
929
სტავანგერის, ჟენევის, სტოკჰოლმის, ბრიუსელის, ბუდაპეშტისა და ტურინის შემდეგ, 2020 წლის 28 და 29 მაისს, ტალინი უმასპინძლებს Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსს. მას შემდეგ რაც, 2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს, საქართველო 2020 წელს მონაწილეობას მიიღებს Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, ბოკუს დ’ორ საქართველოს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ლუკა ნაჭყებია და დამხმარე მზარეულის ამპლუაში - ლუკა ხინკალაძე.

გამომდინარე იქიდან, რომ Bocuse d’Or ეროვნული მნიშვნელობის შეჯიბრია, მასში მონაწილეობა არამხოლოდ კონკრეტული შეფისთვის წარმოადგენს უპირობო კარიერულ წინსვლას, არამედ თავად ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებს, მსოფლიო ყურადღების ცენტრში აქცევს მას და გასტრონომიული და ტურისტული განვითარების დონეს საგრძნობლად ავითარებს.

ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა სირას ფარგლებში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ბოკუს დ’ორი, 30-წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული კულინარიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები