ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.
„ცნობილ ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
ხმის მიცემა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნომინაციაში ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისი და ბათუმი ევროპის 39 ქალაქს შორისაა.
გამარჯვებულ ტურისტულ ქვეყნებსა და ქალაქებს სპეციალურ ცერემონიალზე 6 ნოემბერს დაასახელებენ.
Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.
Wanderlust-მა 2022 წელს საქართველოს ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დაასახელა.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.
Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.