მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური კავშირები;

საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა და გაფართოება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პეკინში გამართულ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია ჩატარდა. არველაძის განცხადებით, შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები