საქართველო - ჩინეთს შორის საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოყოფილი კვოტა თითქმის სრულად არის ათვისებული - ამის შესახებ bm.ge-თან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, ქართველმა გადამზიდავებმა ჩინეთის მიმართულებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს და ამ მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდის მოლოდინი არსებობს, რასაც წესით ყოველწლიურად არსებული კვოტის გადახედვა უნდა მოჰყვეს. რა ეფექტი ჰქონდა ჩინეთთან სატრანზიტო ნებართვების კვოტის ზრდას, არის თუ არა მათ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კვოტების გაზრდაზე სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც?