მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) თავმჯდომარის მოადგილე მარიან ოსვალდი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგი ტემპით ვითარდება.
"მე წარმოვადგენ უნივერსალურ საფოსტო კავშირს. უნივერსალური საფოსტო კავშირი გაეროს ფარგლებში მოქმედი მეორე ყველაზე დიდი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა. აქ ვიმყოფები უკვე მეორედ, პირველად მონაწილეობა 2023 წელს მივიღე.
უნივერსალური საფოსტო კავშირის ძირითადი მიზანია წერილების და ამანათების საერთაშორისო გაცვლის სისტემის ჩამოყალიბება. მზარდი ელექტრონული კომერციისა და მიწოდების საჭიროებების ფონზე მიგვაჩნია, რომ ეს ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ გლობალურადაც.
საქართველოს ფოსტა სწრაფად განვითარებადი კომპანიის გამორჩეული მაგალითია. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გეოგრაფიულად, ისე გეოპოლიტიკურად. ის წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და აძლევს წვდომას შავ ზღვაზე. თქვენი ეკონომიკა კარგად ვითარდება. ჩვენ დიდი ინტერესითა და პოზიტიური განწყობით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს", - აცხადებს ოსვალდი "აბრეშუმის გზის" ფორუმზე.




























