ამერიკასთან კავშირების მნიშვნელობის მიღმა ქართული ბიზნესისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭირო ევროპის ბაზარზე წვდომა და ევროპული ინვესტიციებისთვის საქართველოში შესაბამისი გარემოს შექმნაა. ევროპული ბაზრის გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერ იმუშავებს - ასე აფასებს ქართული კომპანიებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის მნიშვნელობას ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. ჯონ ბრაეკეველდტის თქმით, საქართველოსთვის სარეალიზაციო ბაზრებს ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში კერძო სექტორს ხელს ბიზნეს ასოციაციები უწყობენ. რა აფერხებს საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე და როგორ აფასებენ ევროპელი ინვესტორები საქართველოში არსებულ ბიზნეს კლიმატს.