მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო დაბალბიუჯეტური ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებს შორისაა

5be0078db8c16
მარიამ ადამია
05.11.18 19:00
891
„საერთაშორისო მიმართულებები, რომელებიც, მოგზაურებისთვის, ახლა გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა“ - ასე დაასათაურა გამოცემა Travel and leisure-მა კვლევა, რომელიც ქორთიარდ მერიოტთან ერთად განახორციელა და ერთგვარ გზამკვლევსაც წარმოადგენს, თუ სად ვიმოგზაუროთ დაბალი ბიუჯეტით. კვლევამ აჩვენა, რომ რთულადმისაწვდომი და ბევრისთვის საოცნებო ადგილი, სწორი დაგეგმვმის პირობებში, არც ისე შორი და მიუწვდომელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ყველაზე მარტივად სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში საერთაშორისო გამოცემა, ინდოეთთან, გერმანიასთან, სინგაპურთან და ბრაზილიასთან ერთად, საქართველოსაც ასახელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მთაგორიანი დედაქალაქი, უდიდესი ისტორიის მქონე მხარეა, რომლის მმართველებად წლების წინ ითვლებოდნენ სპარსელებიც, მონღოლებიც, არაბებიც და ოსმალებიც. ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ თუკი სხვა ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი ღვინით იამაყონ და არეკლამონ საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნა პირველად ღვინო, რომელიც რვა ათასი წლით თარიღდება. სწორედ ამ სიძველით, უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით იზიდავს ტურისტებს ქვეყანა, სადაც იგრძნობა კოსმოპოლიტიზმი და პარალელურად ცნობილია, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბური ცხოვრებით. ეს ყველაფერი კი, რაც მთავარია, საკმაოდ იაფად არის ხელმისაწვდომი.

საინტერესო და იაფი მიმართულებაა, ჩრდილოეთ-ინდოეთში, მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქი აგრა, რომელიც მონღოლთა არქიტექტურული ნიმუშებითაა ცნობილი. ამჟამად, ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა: თაჯ-მაჰალი, აგრას ციხე და ფატეჰპურ-სიკრი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული და დღის განმავლობაში 40 ათასზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

გერმანიის სამხრეთით, ალპების ძირას, მდინარე იზარის ნაპირზე გაჭიმული ქალაქი მიუნხენი კი, სააღლუმე მოედნებით, ტაძრებით, ბაროკოს სტილის, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და დარაბებზე გამოფენილი ყვავილებიანი კალათებით, მილიონობით ადამიანს იზიდავს ყოველწლიურად, მათ შორის დაბალბიუჯეტიან ტურისტებსაც, რადგან აქ მოგზაურობა საკმაოდ მარტივია და არ არის დაკავშირებული დიდ ბიუჯეტთან.

ანალოგიური შეიძლება ითქვას სინგაპურზეც, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან ტრადიციები, თანამედროვეობა, დასავლეთი და აღმოსავლეთი. მთავარი რჩევა რასაც გამოცემა სინგაპურის შესახებ წერს ეხება საკვებს, რომელიც საკმაოდ ძვირა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სინგაპური არის ერთდროულად კუნძული, ქვეყანა და დედაქალაქი, სადაც გვერდიგვერდაა განლაგებული ფუტურისტული ცათამბჯენები, რომელთა დიზაინი ფენ-შუის კანონებთანაა შეთანხმებული და ასევე, ეთნიკური კვარტალები, მწვანე პარკები, სავაჭრო ცენტრები და უნიკალური ტაძრები.

მარტივად და დაბალი ბიუჯეტით იმოგზაურებთ ბრაზილიის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებადაა შეფასებული და სადაც ფუნქციონირებს მსოფლიო კლასის სასტუმროები, გააჩნია დაახლოებით 80 კილომეტრი სიგრძის პლაჟი, მთები და უამრავი ღირსშესანიშნაობები.
გამოცემა ასევე მარტივ მიმართულებებს შორის გამოყოფს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას - სარაევოსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები