მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

5ce9be69e7c67
BM.GE
26.05.19 10:00
1377
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ღონისძიებებია დაგეგმილი.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ – 17:10 საათს, ეროვნული ჰიმნის შესრულებით, თბილისის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები