რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? რონდელის ფონდის ორგანიზებით, დღეს პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და ის ავტოკრატიული მმართველობისკენ არის მიმართული. ისინი მთავარ გამოსავლად 26 ოქტომბრის არჩევნებს მიიჩნევენ, როცა ხალხმა არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს. როგორც ექსპერტები და დიპლომატები აღნიშნავენ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ევროინტეგრაციის შეჩერებას, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებას და რუსეთთან დაახლოებას ნიშნავს, რაც ქვეყანაზე როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ნეგატიურად აისახება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანამ საერთაშორისო ფინანსებზე წვდომა დაკარგოს, რაც ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის.