მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ - ADB-ის პრეზიდენტი

ასაკავა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა აცხადებს, რომ საქართველო შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამს მომავლისკენ.

ასაკავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის ცერემონიის გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში.

„საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას. ყველა მოუთმენლად ველით, რომ ძალიან წარმატებული იქნება. საქართველო თავისი ტრადიციული და თანამედროვე, გამორჩეული ბრენდით, არის ძალიან მომხიბვლელი და სტუმართმოყვარე ქვეყანა. საქართველო დგამს შთამბეჭდავ ნაბიჯებს მომავლისკენ. ის არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ტექნოლოგიურ ინოვაციებში, ასევე ევროპისა და აზიის ძლიერი და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი. საქართველოს სემინარის დღე ნამდვილად განასახირებს ADB-ის წლევანდელი შეხვედრის თემას - ხიდი მომავლისკენ“,- თქვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები