მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა

5bd9accf5928f
BM.GE
31.10.18 17:18
2623
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში მეცხრე, მანამდე კი 16-ე ადგილს იკავებდა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 83.28-ია. წინა წელთან შედარებით (82.04), საქართველოს სარეიტინგო ქულა გაზრდილია. ამასთან, საქართველოს სარეიტინგო ქულა უსწრებს რეგიონის საშუალო ქულას, რომელიც 72.3-ს შეადგენს.

რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს, საუკეთესო შედეგი კი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს გასული წლის მსგავსად. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მეოთხე ადგილს იკავებს საქართველო ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც.

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში „ვაჭრობა საზღვრების გარეშე“ აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 43-ე ადგილზეა.

ყველაზე მეტად საქართველოს სარეიტინგო ქულა გადასახადების გადახდის კრიტერიუმში გაუმჯობესდა, სადაც ზრდამ 1.89 ქულა შეადგინა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 190 ქვეყანა ფასდება.

საქართველოს პოზიცია არცერთ კრიტერიუმში არ გაუარესებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები