მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო დომინიკის თანამეგობრობის მოსწავლეების ციფრული უნარების განვითარებისთვის ტექნიკას შეისყიდის

დომენიკელი მოსწავლეები

მთავრობის განკარგულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება მიეცა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან 8 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დომინიკის თანამეგობრობისთვის ტექნიკის შესასყიდად მიმართოს.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნული თანხით 10 კომპიუტერი და 10 ქრომბუქი უნდა შეისყიდონ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მხრიდან დახმარების მიზანი დომინიკის თანამეგობრობის დაწყებითი კლასების მოსწავლეების ტექნოლოგიური და კომპიუტერული უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები