მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს

58b013d404be0
BM.GE
24.02.17 15:05
1097
საქართველო EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს.

საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები