მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ემორის უნივერსიტეტის 30-წლიანი თანამშრომლობა - რა გაკეთდა და რა იგეგმება?

BM.GE
07.03.23 09:46
291
ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ის ერთობლივი პროექტები შეაჯამეს, რომელიც 1992 წლიდან დღემდე, საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელდა. ამ თანამშრომლობის შედეგად, ქვეყანაში დაინერგა და განვითარდა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა კრიტიკული მედიცინისა და პრეჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესება, ასევე თანამედროვე სარეაბილიტაციო სერვისების, შიდსის, ტუბერკულოზისა და ვირუსული ჰეპატიტების პროგრამის ჩამოყალიბება და სხვა. ემორის უნივერსიტეტი საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას და არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს. 

30 წლიანი თანამშრომლობა და არაერთი პროექტი რომელიც ამ ურთიერთობისას განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა აშშ-ს სხვადასხვა შტატსა და პოსტსაბჭოთა ახლადდამოუკიდებელი ქვეყნების ურთიერთობებს. რაც გახდა საფუძველი ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის 30 წლიანი ისტორიისა, რომელიც სათავეს 1992 წლის ივნისში იღებს. სად ვართ დღეს და რა ეტაპზეა მეგობრობის შედეგად შექმნილი პროექტები? 

სტუმარი: არჩილ უნდილაშვილი - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი;
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები