საქართველო მიმდინარე წელს ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაზე მიერთებისთვის ემზადება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიები ერთი დეკლარაციით შეძლებენ ევროპის კონტინენტზე 36 ქვეყანაში გადაადგილებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოს აღებული აქვს სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს. რას ნიშნავს, ევროკავშირის სატრანზიტო სისტემის წევრობა და რა სარგებელს მიიღებს ამით ბიზნესი. ელენე გოგბერაშვილმა იმუშავა თემაზე.