მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - ვიქტორ ორბანი

უნგრეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ღონისძიებაზე საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ უახლოეს საათებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამართავს.

“საქართველო ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. არც კი მახსენდება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოსავით წარმატებულია. ის პოლიტიკურად ყველაზე სტაბილურია. საქართველოს ეკონომიკა, უბრალოდ, მიფრინავს”, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატების მაგალითს საქართველოსგან იღებს და ევროპულ ქვეყნებს ურჩევს, მიჰბაძონ მათ.

“ჩვენ საქართველოს წარმატების მოდელით აღფრთოვანებული ვართ და ვცდილობთ შევისწავლოთ, როგორ აღწევთ ასეთ წარმატებას. ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება. დღეს ბევრი ჩვენგანი, სამწუხაროდ, წარუმატებელია. ეკონომიკა კი სტაგნაციას განიცდის. შესაბამისად, საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრება აუცილებლად გვჭირდება”, - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტმა ორბანს ასევე ჰკითხა, როგორ აფასებდა საქართველოსადმი ბრიუსელის დამოკიდებულებას, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ბრიუსელი სამართლიანობის შტატბინა არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები