მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ევროპის სავაჭრო ურთიერთობები & აქამდე უცნობი ისტორიები

საქართველოსა და ევროპის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეებს ითვლის - ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენი ქვეყნიდან ევროპის ბაზრებზე ისეთი პროდუქტები ხვდებოდა, როგორიც მაგალითად კვერცხი, ხე-ტყე, აბრეშუმი და ზეთის საღებავებიც კია. პარალელურად - ევროპული ნაწარმიც შიგადაშიგ თბილისის მაღაზიების დახლებზე ჩნდებოდა. მეოცე საუკუნეში ძირითადი ორიენტირი ღვინოზე, მანგანუმსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იყო, თუმცა მცირე რაოდენობით. სავაჭრო ურთიერთობების აღმასვლა კი ოცდამეერთე საუკუნეში იწყება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები