მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ევროპულ კარდიოლოგიურ სტანდარტებს ჩამორჩა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე - სულხან ლომინაძე

ლომინაძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორისა და კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის სულხან ლომინაძის შეფასებით, მაღატექნოლოგიური კარდიოლოგიის დანერგვით, საქართველო ევროპულ დონეს ჩამორჩა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” მაღალტექნოლოგიური კარდიოქირურგიის განვითარების თემაზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი ქართველი კარდიოლოგები, კარდიოქირურგები და არითმოლოგები, რომლებმაც შეაფასეს დარგის მიღწევები და განიხილეს გამოწვევები.

კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სულხან ლომინაძე, აღნიშნავს, რომ საქართველოში კარდიოქირურგიის თანამედროვე მიმართულებები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს ჩაისახა. მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა ევროპულ დონესთან თანაბრად მუშაობდა და ყველაფერი სუფთა პროფესიონალიზმზე, ხარისხზე და პაციენტზე ზრუნვაზე იყო აგებული.

“საგულისხმოა, რომ 2010 წლის შემდგომ, როდესაც მაღალტექნოლოგიური მიმართულებები წამოვიდა, უკვე გარკვეულწილად ჩამოვრჩით. მანამდე კი, პრაქტიკულად, თანაბრად ვიყავით ევროპულ სტანდარტებთან”, - აცხადებს სულხან ლომინაძე.

მისი თქმით, დღესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული ცოდნა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა მუდმივად განვითარდეს და უახლესი სამედიცინო სტანდარტები საქართველოშიც დაინერგოს. სულხან ლომინაძის თქმით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მაღალტექნოლოგიური კარდიოქირურგიის სფეროში ქვეყნის პროგრესი და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.

“საჭიროა მუდმივი პროფესიული გადამზადება, თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობების გადმოტანა, ახალი მეთოდების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების დაცვა. სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა განაპირობებს იმას, რომ საქართველო იყოს რეგიონში წამყვანი, სწრაფად განვითარებადი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ქვეყანა კარდიოქირურგიაში,” აღნიშნავს კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სულხან ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები