მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ამ არჩევანს იცავენ ჩვენი შვილები და მათ გვერდით ვდგავართ - IBSU-ს აკადემიური პერსონალი

კახა შენგელია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობს.

განცხადების თანახმად, განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, აზიანებს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ვგმობთ ძალადობას, რომელიც თბილისის ქუჩებში 28-29 ნოემბრის ღამეებში განხორციელდა. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის სადამსჯელო ოპერაცია, რაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად გამოსულ მომიტინგეებზე ხორციელდება. შეუძლებელია გულგრილად უყურებდე იმ ახალგაზრდების სანიმუშოდ დასჯას, რომლებიც ქვეყნის პროევროპულ პოლიტიკურ კურსს იცავენ, მათ შორის მრავლად არიან სტუდენტები და არასრულწლოვნებიც კი.

განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ აზიანებს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, ხელს უშლის დასავლური ღირებულებების მქონე საზოგადოების მშენებლობის პროცესს და ქვეყანას აქცევს განვითარებული დემოკრატიული სამყაროსგან საერთაშორისო იზოლაციაში. ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ბელორუსი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები არ შეიძლება საქართველოს პროგრესული განვითარების გარანტორები და მთავარი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ. მით უფრო, რომ ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი ღია ანექსორია და ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ევროატლანტიკური თანამეგობრობისაკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, სწორედ ეს იყო ჩვენი პროგრესული წინაპრების გაცნობიერებული არჩევანი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან, სწორედ ამ არჩევანს იცავენ ჩვენი შვილები დღეს და ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ",- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ეკატერინე ფიფია - აფილირებული პროფესორი

მაგდა მემანიშვილი - აფილირებული ასოცირებული პროფესორი

ოლიკო ცისკარიშვილი - მოწვეული ლექტორი

მაია ქუთათელაძე - მოწვეული ლექტორი

ნატო ფაჩუაშვილი - აფილირებული პროფესორი

ნინო მიქაძე - მოწვეული ლექტორი

სოფიო უგრეხელიძე - მოწვეული ლექტორი

ეკატერინე არჩვაძე - აფილირებული ასოცირებული პროფესორი

მერი იობიძე - Ასოცირებული პროფესორი

სალომე გურეშიძე - ინგლისური ენის ლექტორი

ნატო ფაჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი

თამარ იაკობაშვილი - მოწვეული ლექტორი

ლანა სირბილაძე - მოწვეული ლექტორი

დავით ბრაგვაძე - მოწვეული ლექტორი

დალი ოსეფაშვილი - პროფესორი

ნინო სამხარაძე - მოწვეული ლექტორი

ნარგიზა არჯევანიძე - მოწვეული ლექტორი

ნინო იმედაშვილი ნინო იმედაშვილი - პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი, მოწვეული პედაგოგი

ქეთევან ტაბატაძე ქეთევან ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები