საქართველო ფასიანი ქაღალდებისა და უძრავი ქონების ტოკენიზაციისთვის ემზადება. ეს ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ბაზარს, რათა მოიზიდოს ისეთი საერთაშორისო ინვესტორები, რომლებთან წვდომაც ტრადიციული საბანკო თუ საბროკერო არხებით აქამდე შეზღუდული იყო. რა გავლენა აქვს ტოკენიზაციას თანამედროვე ეკონომიკაზე და როგორია სამართლებრივი ჩარჩო - ამ საკითხებზე პანელურ დისკუსიაზე იმსჯელეს, რომელიც იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებისა“ და Global Tech Weekend-ის პარტნიორობით გაიმართა. რა არის ტოკენიზაცია და რა იგეგმება ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე?


































