საქართველო ფასიანი ქაღალდებისა და უძრავი ქონების ტოკენიზაციისთვის ემზადება. ეს ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ბაზარს, რათა მოიზიდოს ისეთი საერთაშორისო ინვესტორები, რომლებთან წვდომაც ტრადიციული საბანკო თუ საბროკერო არხებით აქამდე შეზღუდული იყო. რა გავლენა აქვს ტოკენიზაციას თანამედროვე ეკონომიკაზე და როგორია სამართლებრივი ჩარჩო - ამ საკითხებზე პანელურ დისკუსიაზე იმსჯელეს, რომელიც იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებისა“ და Global Tech Weekend-ის პარტნიორობით გაიმართა. როგორც მარეგულირებელი ორგანოს, საინვესტიციო სექტორის, კრიპტოინდუსტრიისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ტოკენიზაცია და ციფრული აქტივები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და ამ მხრივ განსაკუთრებით საქართველოს უძრავი ქონებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს სერიოზული პერსპექტივა უჩნდება. რა არის ტოკენიზაცია და რა იგეგმება ამ მიმართულებით ბაზარზე?


































