მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველო წლიურად $2-მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მსოფლიოში 67-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის თანახმად, 2022 წელს გლობალურად სულ 1.8 ტრილიონის FDI-ის ბრუნვა მოხდა, ამ თანხის 0.12% ინვესტიციის სახით საქართველოში შემოვიდა, ხოლო ყველაზე დიდი მოცულობის 388 მილიარდი დოლარის FDI ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ეს გლობალური FDI-ის 21%-ია. მეორე ადგილზეა ჩინეთი 180 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებით, მესამეზე კი სინგაპური 149 მილიარდი დოლარის FDI-ით.
ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების სიაში მეჩვიდმეტე ადგილზეა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორული ზონა 38 მილიარდის FDI-ით, 23-ე ადგილზე კი კაიმანის კუნძულების ოფშორული ზონაა 24-მილიარდიანი ინვესტიციებით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთმა 2022 წელს 13.7 მილიარდი დოლარის FDI მიიღო და მსოფლიოში 32-ე ადგილი დაიკავა, სომხეთის FDI 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა (88-ე ადგილი), აზერბაიჯანიდან ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა 4.4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთის ფედერაციიდან კი 2022 წელს ინვესტიციების გადინება იყო 40 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდებოდა.
ყველაზე დიდი მოცულობის უარყოფითი ინვესტიციები ლუქსემბურგიდან ფიქსირდება 322 მილიარდი დოლარის ოდენობით.
# | ქვეყანა | 2022 წელი, დოლარი |
1 | შეერთებული შტატები | 388,078,000,000 |
2 | ჩინეთი | 180,166,881,345 |
3 | სინგაპური | 148,763,733,075 |
4 | ჰონგკონგი | 122,407,913,138 |
5 | საფრანგეთი | 105,424,958,014 |
6 | ბრაზილია | 74,606,361,830 |
7 | ავსტრალია | 70,084,936,395 |
8 | გერმანია | 62,728,998,896 |
9 | იტალია | 62,728,326,244 |
10 | ესპანეთი | 51,425,057,274 |
11 | კანადა | 49,984,660,122 |
12 | ინდოეთი | 49,940,258,404 |
13 | იაპონია | 49,278,835,164 |
14 | შვედეთი | 45,881,576,699 |
15 | დიდი ბრიტანეთი | 44,897,919,401 |
16 | მექსიკა | 39,103,650,042 |
17 | ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები | 38,118,551,089 |
18 | პოლონეთი | 36,900,000,000 |
19 | დანია | 34,212,739,240 |
20 | საუდის არაბეთი | 28,055,082,624 |
21 | სამხრეთ კორეა | 25,044,700,000 |
22 | ინდონეზია | 24,702,029,705 |
23 | კაიმანის კუნძულები | 24,590,019,850 |
24 | ისრაელი | 23,031,200,000 |
25 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 22,736,555,480 |
26 | ჩილე | 20,864,902,958 |
27 | ვიეტნამი | 17,900,000,000 |
28 | კოლუმბია | 17,182,521,350 |
29 | არგენტინა | 15,408,346,794 |
30 | მალაიზია | 14,725,970,432 |
31 | ნორვეგია | 14,375,733,479 |
32 | თურქეთი | 13,666,000,000 |
33 | ფინეთი | 13,363,660,492 |
34 | ბელგია | 12,484,998,787 |
35 | რუმინეთი | 11,477,511,659 |
36 | ეგვიპტე | 11,399,900,000 |
37 | ტაილანდი | 11,231,916,012 |
38 | პერუ | 10,848,486,728 |
39 | ჩეხური | 10,529,730,879 |
40 | ავსტრია | 10,114,413,567 |
41 | პორტუგალია | 9,531,041,797 |
42 | ფილიპინები | 9,492,234,668 |
43 | სამხრეთ აფრიკა | 9,194,808,416 |
44 | ურუგვაი | 8,523,456,475 |
45 | ახალი ზელანდია | 8,340,194,362 |
46 | საბერძნეთი | 7,947,989,003 |
47 | ომანი | 5,478,803,641 |
48 | ყაზახეთი | 4,926,602,899 |
49 | მალტა | 4,829,250,953 |
50 | სერბეთი | 4,612,248,812 |
51 | სლოვაკეთის რესპუბლიკა | 4,049,276,966 |
52 | დომინიკის რესპუბლიკა | 3,961,600,000 |
53 | კოსტა-რიკა | 3,673,404,329 |
54 | ეთიოპია | 3,669,991,332 |
55 | ხორვატია | 3,589,230,734 |
56 | კამბოჯა | 3,578,831,296 |
57 | ბულგარეთი | 3,216,630,000 |
58 | მოზამბიკი | 3,022,175,565 |
59 | პანამა | 2,997,059,850 |
60 | უგანდა | 2,952,941,688 |
61 | მაკაო, ჩინეთი | 2,933,072,258 |
62 | სენეგალი | 2,586,179,934 |
63 | მონღოლეთი | 2,504,294,750 |
64 | უზბეკეთი | 2,497,511,103 |
65 | სლოვენია | 2,180,392,923 |
66 | მაროკო | 2,177,845,609 |
67 | საქართველო | 2,131,439,388 |
68 | ბაჰრეინი | 1,951,329,787 |
69 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 1,845,773,309 |
70 | ესტონეთი | 1,646,928,488 |
71 | ბანგლადეში | 1,634,888,030 |
72 | ბელარუსი | 1,613,025,743 |
73 | კოტ'დ იუვარი | 1,599,115,749 |
74 | განა | 1,510,872,058 |
75 | ირანი | 1,500,000,000 |
76 | ალბანეთი | 1,441,381,891 |
77 | პაკისტანი | 1,415,000,000 |
78 | მავრიტანია | 1,401,620,462 |
79 | გვატემალა | 1,386,717,660 |
80 | ნიკარაგუა | 1,293,800,000 |
81 | ტანზანია | 1,264,667,981 |
82 | მიანმარი | 1,238,500,000 |
83 | ლატვია | 1,161,689,940 |
84 | ისლანდია | 1,146,374,394 |
85 | ჟორდანია | 1,137,042,254 |
86 | გაბონი | 1,104,592,039 |
87 | ნამიბია | 1,056,043,503 |
88 | სომხეთი | 998,055,425 |
89 | ნიგერი | 965,976,159 |
90 | ლიბერია | 960,192,469 |
91 | ვენესუელა | 941,333,333 |
92 | თურქმენეთი | 936,039,710 |
93 | კამერუნი | 925,681,549 |
94 | შრი ლანკა | 898,295,214 |
95 | მონტენეგრო | 872,558,550 |
96 | ჩრდილოეთ მაკედონია | 854,152,515 |
97 | ეკვადორი | 845,052,804 |
98 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 797,783,245 |
99 | კოსოვო | 764,162,311 |
100 | ჰონდურასი | 758,999,598 |
101 | ქუვეითი | 752,255,306 |
102 | ლიტვა | 745,150,136 |
103 | მალდივები | 721,895,590 |
104 | მალი | 715,469,995 |
105 | ახალი კალედონია | 696,307,346 |
106 | პარაგვაი | 672,035,411 |
107 | ბურკინა ფასო | 669,738,241 |
108 | გვინეა | 658,300,000 |
109 | ტუნისი | 643,213,141 |
110 | სომალი | 636,000,000 |
111 | ლაოსი | 635,807,276 |
112 | ჩადი | 614,018,506 |
113 | მოლდოვა | 586,040,000 |
114 | სუდანი | 573,504,495 |
115 | კონგო, რესპუბლიკა. | 532,256,251 |
116 | ბაჰამის კუნძულები | 530,913,950 |
117 | ლიბანი | 526,828,804 |
118 | კვიპროსი | 480,194,908 |
119 | მადაგასკარი | 467,848,664 |
120 | ეკვატორული გვინეა | 458,509,903 |
121 | გაიანა | 440,109,966 |
122 | რუანდა | 398,599,355 |
123 | კენია | 393,583,092 |
124 | ზიმბაბვე | 341,500,000 |
125 | პაპუა ახალი გვინეა | 326,714,861 |
126 | იამაიკა | 318,736,000 |
127 | ანტიგუა და ბარბუდა | 301,726,891 |
128 | სიერა ლეონე | 293,970,573 |
129 | ბენინი | 266,603,189 |
130 | მავრიკი | 252,104,280 |
131 | არუბა | 248,150,283 |
132 | უკრაინა | 247,000,000 |
133 | მალავი | 243,244,065 |
134 | დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი | 232,941,162 |
135 | გამბია | 231,488,000 |
136 | ბოტსვანა | 216,459,291 |
137 | ბარბადოსი | 200,000,000 |
138 | სეიშელის კუნძულები | 189,823,893 |
139 | ჯიბუტი | 187,022,848 |
140 | ტაჯიკეთი | 174,305,128 |
141 | კურასაო | 164,055,349 |
142 | გრენადა | 156,234,559 |
143 | ბელიზი | 140,907,968 |
144 | სან-ტომე და პრინსიპი | 126,744,196 |
145 | კაბო ვერდე | 121,843,588 |
146 | სამხრეთ სუდანი | 121,500,000 |
147 | ფიჯი | 103,581,592 |
148 | ყატარი | 76,098,901 |
149 | ალჟირი | 75,640,098 |
150 | პალაუ | 72,014,000 |
151 | ნეპალი | 65,455,865 |
152 | ყირგიზეთი | 54,849,000 |
153 | სენტ კიტსი და ნევისი | 43,325,553 |
154 | სოლომონის კუნძულები | 40,718,833 |
155 | ჰაიტი | 39,413,200 |
156 | სენტ ლუსია | 32,968,827 |
157 | სენტ ვინსენტი და გრენადინები | 32,692,799 |
158 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 24,047,722 |
159 | გვინეა-ბისაუ | 21,940,885 |
160 | დომინიკა | 17,653,773 |
161 | სინტ მარტენი | 17,145,913 |
162 | ესვატინი | 13,350,248 |
163 | ბურუნდი | 12,883,688 |
164 | ვანუატუ | 10,694,983 |
165 | ჩრდილოეთ კორეა | 10,000,000 |
166 | ბუტანი | 8,402,097 |
167 | ტონგა | 7,492,007 |
168 | სამოა | 4,800,455 |
169 | კომორის კუნძულები | 3,839,060 |
170 | კირიბატი | 2,894,134 |
171 | ბოლივია | 2,849,849 |
172 | მარშალის კუნძულები | 2,573,908 |
173 | სალვადორი | -388,707 |
174 | ლესოტო | -7,820,069 |
175 | სურინამი | -9,305,315 |
176 | ფრანგული პოლინეზია | -9,480,303 |
177 | ერიტრეა | -32,045,670 |
178 | ბერუნდი | -32,893,333 |
179 | ზამბია | -65,118,863 |
180 | ნიგერია | -186,792,429 |
181 | ტოგო | -226,939,150 |
182 | ბრუნეი დარუსალამი | -292,416,275 |
183 | ტიმორ-ლესტე | -395,383,447 |
184 | ტრინიდადი და ტობაგო | -913,501,690 |
185 | ირლანდია | -1,898,868,608 |
186 | ერაყი | -2,088,200,000 |
187 | აზერბაიჯანი | -4,474,481,000 |
188 | ანგოლა | -6,598,652,652 |
189 | უნგრეთი | -10,235,193,159 |
190 | შვეიცარია | -10,988,929,764 |
191 | ნიდერლანდები | -12,076,017,256 |
192 | რუსეთის ფედერაცია | -39,799,830,000 |
193 | ლუქსემბურგი | -322,053,781,286 |