მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ფორმაშია-საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველო ფორმაშია
19.03.24 13:27
398
სტატიაში საუბარია:

საქართველო ფორმაშია

2024 წლის მარტის თვის ბოლო შესაძლოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე და წარმატებული კვირა გახდეს, რადგანაც 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის თამაშით იწყება ერთა ლიგის საპლეიოფო ბრძოლა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის.

შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 21:00 საათი), სადაც გამოვლინდება ფინალისტი, რომელიც თავის მხრივ დაელოდება მეტოქეს – საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს.

ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება.

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა და გავლენა ექნება დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრის საერთო განწყობას, შემართებასა და თამაშში ჩართულობას. გულშემატკივრობის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის საქართველოს ბანკს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. ბანკმა უკვე დაიწყო მზადება და საქართველოც ფორმაში ჩააყენა. ქალაქში ბევრგან შეხვდებით ბილბორდებსა და ეროვნული ნაკრების ფორმაში „გადაცმულ“ ბანკის ფილიალებს.