მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო გადამეტებული თევზჭერის სუბსიდირების აკრძალვის შესახებ WTO-ს შეთანხმებას მიუერთდა

გენადი არველაძე WTO

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-იველას, თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმების (Agreement on Fisheries Subsidies) რატიფიკაციის წერილობითი დოკუმენტი გადასცა. ამით საქართველო 98-ე წევრი გახდა, რომელმაც შეთანხმება ოფიციალურად დაამტკიცა.

გენერალურმა დირექტორმა ოკონჯო-იველამ აღნიშნა:

"საქართველოს მიერ ამ შეთანხმების რატიფიკაციით კიდევ უფრო ვუახლოვდებით შეთანხმების ძალაში შესვლას, რაც მრავალმხრივი თანამშრომლობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს და დაუკარგავს მნიშვნელობას მსოფლიო ოკეანეების მდგრადობას. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ ზეგავლენა, რომ უკეთ დავიცვათ ოკეანეები ადამიანებისა და ჩვენი საერთო პლანეტისთვის."

გენადი არველაძემ განაცხადა:

"WTO-ს ვალდებულებების სრულყოფილი შესრულებით, საქართველო ყოველთვის მოწინავე იყოიყო. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ვუზრუნველვყოფთ წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მტკიცე მხარდაჭერას. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ჩართულობას საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიზნად ისახავს ზღვის რესურსების მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. ვაფასებთ WTO-ს წევრების ერთობლივ ძალისხმევას და მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას, რათა შეთანხმება ძალაში შევიდეს და ეფექტიანად განხორციელდეს.“

შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელია WTO-ს წევრების ორი მესამედის (111 წევრი) ფორმალური თანხმობა.

შეთანხმების ძირითადი პუნქტები

  • კრძალავს სუბსიდიებს უკანონო, აღურიცხავ და არარეგულირებად (IUU) თევზჭერაზე;

  • კრძალავს სუბსიდიებს ზედმეტად დაჭერილ მარაგებზე (overfished stocks);

  • კრძალავს სუბსიდიებს არარეგულირებად საერთაშორისო წყლებში თევზჭერაზე;

  • ითვალისწინებს განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნების საჭიროებებს მონიტორინგის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რაც ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების ფონდით ხორციელდება.

2022 წლის ივნისში, WTO-მ 12-ე კონფერენციის დასასრულს მინისტერიალმა მიიღო თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება. დოკუმენტი მსოფლიო ოკეანესა და ზღვებში გადაჭარბებული თევზჭერის სუბსიდიების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები