მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით - ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საქართველოს სემინარის დღის ცერემონიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც თემატურ დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება, ევროპული პერსპექტივა და შუა დერეფნის შესაძლებლობებია.

ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე. დღეს დილით, თემატური დისკუსიები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბევრ ინფორმაციულ და შთამაგონებელ საკითხს, რომლებიც ხაზს უსვამენ: მათ გადამწყვეტ როლს გაძლიერებულ კავშირში, აქცენტებით ევროპულ პერსპექტივაზე და შუა დერეფნის შესაძლებლობებზე; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; სასაზღვრო ბაზრების ინტეგრაციის ინსტრუმენტები გლობალურ ფინანსურ სისტემაში, აქცენტებით ადგილობრივი ვალუტის ბაზარზე. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება“,- თქვა ლაშა ხუციშვილმა.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები