მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი საჯარო სერვისებში" - ბახტაძე

5c628253a7934
BM.GE
12.02.19 12:40
1133
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის უფრო ფართოდ დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.

2017 წელს ბლოკჩეინის გამოყენება იუსტიციის საჯარო რეესტრმა დაიწყო, შემდეგი უწყება, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საჯარო სერვისებს წარადგენს ფინანსთა სამინისტრო იქნება, რომელიც საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს. 

"ყველას შევახსენებ, რომ 2017 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი სახელმწიფო სერვისებში და მიწის რეგისტრაციის რეფორმა იყო ის საპილოტე პროექტი, რომელშიც დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ინოვაციური მიდგომების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების შეცვლა, გადაწერა და უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ეს არის გარანტია, რომ ჩვენი მონაცემების დაცვის სტანდარტი არის უმაღლესი. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმები, რომლებიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, მათში გამოყენებული იყოს მსგავსი ტექნოლოგიები", - ამბობს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები