მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ღვინის მოხმარებით მსოფლიოში 41-ე ადგილზეა

573d6d6364fd2
BM.GE
19.05.16 11:36
2849
საქართველოში ერთი მოქალაქე წლიურად საშუალოდ 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს. ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ 78,000 ლიტრი ღვინის მოხმარება ხდება. ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარებით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა.
 
ღვინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან სადაც ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარენ 14 ევროპაშია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი სული მოსახლე ყოველწლიურად 10,25 ლიტრ ღვინოს მოიხმარს.

კვლევის მიხედვით, ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ვატიკანშია და ის წელიწადში თითო მოქალაქეზე 54 ლიტრს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა ევროპის კიდევ ერთი მცირე ზომის სახელმწიფო ანდორა, სადაც წლიურად ერთი მომხმარებელი საშუალოდ 46 ლიტრ ღვინოს სვამს.

რეიტინგის სამეულშია საფრანგეთიც, წლიურად 45 ლიტრი ღვინის მოხმარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები