მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო იაპონიასთან ინვესტიციების წახალისების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

5b98f5f5b6ad1
სალომე ჭიპაშვილი
12.09.18 15:14
562
საქართველო იაპონიასთან ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სტუმრობისას ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გაბუნიამ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის ეს შეთანხმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

„ინვესტორები მსგავსი ტიპის შეთანხმებას ყოველთვის აქცევენ ყურადღებას, რადგან ეს მათი ინტერესების დაცვას ემსახურება. უფრო მეტიც, ბევრი ქვეყნისთვის და მათ შორის იაპონიისთვის, ეს კონპონენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია“- აცხადებს მარიამ გაბუნია.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან. ჰონგ-კონგსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზეა საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, ისრაელის მხარესთან საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები