მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო იაპონიისგან 38,7 მილიარდი იენის სესხს მიიღებს

5b45ca2b9a133
BM.GE
11.07.18 13:11
628
საქართველო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოდან (JICA) 38,735,000,000 (349 მილიონი დოლარი) იაპონური იენის ოდენობის სესხს მიიღებს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულებით, სასესხო პირობები მოიწონა. აღნიშნულ ფულს სახელმწიფო ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ მეორე ფაზისთვის გამოიყენებს. სესხის დაბრუნება 40 წლის შემდეგ მოუწევს, მათ შორის 12 წელი კი შეღავათიანი პერიოდი იქნება. საპროცენტო განაკვეთი 0,1%-ის ოდენობით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები