გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილი. ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ქაშიბაძეს განცხადებით, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში , რომლებიც ინოვაციური ინდექსის მიხედვით სწრაფად განვითარდნენ. ქაშიბაძის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, მომავალი წლის რეიტინგში საქართველო კიდევ უფრო წინ გადაინაცვლებს.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სწრაფად განვითარდნენ ინოვაციების ინდექსის მიმართულებით. საკმაოდ ბევრ პარამეტრში ქვეყნის მონაცემები გაუმჯობესდა“, - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ. მისივე თქმით, შეფასების კომპონენტებია, - .ინსტიტუტები; ადამიანური კაპიტალი; ინფრასტრუქტურა; ბაზრის დახვეწილობა და სხვა.
გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 64-ე ადგილზეა

























