ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - განცხადებას ზივზივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა: საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ბუდუ ზივზივაძე.
ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღას და ანტირუსულ საპროტესტო აქციებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი გამოეხმაურა.
ქართველის ხალხის ნება ევროპული გზით სიარულია და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა - ხვიჩა კვარაცხელია