Speedtest Global Index-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველო, მსოფლიოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 181 ქვეყნიდან 127-ე ადგილს იკავებს. Speedtest Global Index-ის თანახმად, საქართველოდან მომხმარებლის მიერ დატესტილი საშუალო სიჩქარე 26.44 მბ/წმ-ს შეადგენს, რითაც ის პოზიციებს ზამბიასა და მაროკოს შორის იკავებს.
შედარებით უმჯობესია საქართველოს პოზიციები მობილური ინტერნეტის მხრივ, სადაც 145 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა, ხოლო საშუალო სიჩქარე 33.52 მბ/წმ-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო თურქეთსა და ირლანდიას შორის იკავებს ადგილს.
რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მობილური ინტერნეტი ყველაზე სწრაფია, შემდეგნაირად გამოიყურება:
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 92 მბ/წმ
- კატარი - 95 მბ/წმ;
- ქუვეითი - 11 მბ/წმ;
- ჩინეთი - 56 მბ/წმ;
- ნორვეგია - 18 მბ/წმ.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ფიქსირებული ინტერნეტი ყველაზე სწრაფია, შემდეგნაირად გამოიყურება:
- სინგაპური - 263.51 მბ/წმ;
- ჰონგ-კონგი - 259.02 მბ/წმ;
- ჩილე - 249.82 მბ/წმ;
- ჩინეთი - 248.92 მბ/წმ;
- მონაკო - 247.37 მბ/წმ.