მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც ბრიტანეთი ორმხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს"

5b9a784eb5f8a
BM.GE
13.09.18 18:45
772
„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც ბრიტანეთი ორმხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს“-ამის შესახებ bm.ge-თან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს. გენადი არველაძის თქმით, ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე დასრულებულია და შეთანხმების ტექსტზე მუშაობა ახლო მომავალში დაიწყება.

„ბრიტანეთთან ჩვენ პირველი ეტაპის კონსულტაციები გავმართეთ. როგორც ცნობილია, ბრიტანეთი უახლეს ერთ წელში ან წელიწადნახევარში სრულად დაასრულებს გამოსვლის პროცესს ევროკავშირიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეთანხმებები, რომელსაც ბრიტანეთს ორმხრივად გაფორმებული აქვს რომ დარჩეს ძალაში და მათ შორის საქართველო იქნება პირველი, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც ის გააფორმებს ორმხირვ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ბრიტანეთთან კონსულტაციების პირველი რაუნდი ჩვენ უკვე გავმართეთ და ველოდებით უახლოეს მომავალში რომ დავიწყებთ შეთანხმების ტექსტზე მუშაობას“-აცხადებს გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები