მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან - ამერიკელი დიპლომატი

64ad1a4d3dd90
BM.GE
11.07.23 13:04
570
ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარის დენიელ ფრიდის თქმით, სამწუხაროა, რომ ახლა მოკავშირეები იმ კონკრეტულ გზებს განიხილავენ, თუ როგორი იქნება მომავალში NATO-ს ურთიერთობა უკრაინასთან, და არა - საქართველოსთან. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნია, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსი NATO-ს სამიტს მასპინძლობს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რამდენად პირდაპირი და სწრაფი იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანება. „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დანიელ ფრიდი აღნიშნავს, რომ არსებობს შეშფოთება, რომ საქართველომ თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა.

"არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე", - უთხრა "ამერიკის ხმას" დენ ფრიდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები