მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-ისრაელის ეკონომიკური და ტურისტული კოოპერაციის გასაღრმავებლად ბათუმში ღონისძიება გაიმართა

გუშინ ბათუმს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია საქმიანი ვიზიტით ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი იყო კომპანია European Village-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ღონისძიებას ელჩთან ერთად ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანი, საქართველოსა და ისრაელს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება და აჭარაში ტურიზმის მდგრადი და უწყვეტი განვითარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები