მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე ჯგუფები 2019 წლიდან იმუშავებენ

5b8fb6938a182
ანნა ლაპიაშვილი
05.09.18 14:52
1495
ისრაელში საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. მისი განმარტებით, წლის ბოლომდე მხარეები მაისში საქართველოში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით შეისწავლიან თავიანთ პოზიციებს, რათა ტექნიკურმა ჯგუფებმა მოლაპარაკება დაიწყონ.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც ჩვენთან საქართველოში ისე აქ ისრაელურ მხარესთან აღნიშნული საკითხების დამუშავება, იმ შეთანხმების შესაბამისად რომელიც მაისში თბილისში იყო მიღწეული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს გარკვეული წარმატებები გვექნება ამ მიმართულებით, რაც ხელს ჩვენს ქვეყენებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს",-ამბობს პაატა კალანდაძე.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა, 10 მაისს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მინისტრები, ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდაზე და ყველა იმ დაბრკოლების მოხსნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორი ქვეყნის ინვესტორებს ექმნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები