ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას მათ შორის, ოპოზიციის აკრძალვის საკითხს, ევროკავშირი წლის ბოლოს გაფართოების ანგარიშში შეაფასებს.
ასე უპასუხა გაფართოების ევროკომისარმა "ტაბულას" კითხვას, რომელიც საქართველოს შეჩერებულ ინტეგრაციას შეეხებოდა მაშინ, როცა მან უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისია წარმოადგენს საორიენტაციო საგზაო რუკებს პერსპექტიული კანდიდატებისთვის მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.
"როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ და ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც დღეს იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა არიან. ის თუ როგორ გავაგრძელებთ წინსვლას ამ ქვეყანასთან მიმართებით, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების პოზიცია. თუმცა ბევრი რამ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი", - განაცხადა მარტა კოსმა.
























