მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-კატარის ბიზნეს ფორუმი და ახალი მემორანდუმი პალატებს შორის

57f4cf24a8240
BM.GE
05.10.16 13:57
1280
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა. დოკუმენტი საქართველოსა და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების ხელშესაწყობად აქტიურად ითანამშრობლებენ. დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები და პროექტები - მოხდება ინფორმაციის მუდმივი გაცვლა. გარდა ამისა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორივე პალატის თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. სწორედ ეს ჯგუფი იქნება პასუხისმგებელი მემორანდუმის ფარგლებში გაწერილი პირობების შესრულებაზე.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან მემორანდუმს ხელი პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, ხოლო კატარის პალატის მხრიდან ვიცე-თავმჯდომარემ მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ ტოუარ ალ კუარიმ მოაწერეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-კატარის ბიზნეს-ფორუმიც დაიგეგმა, სადაც ქართველ მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ მათთვის საინტერესო ბიზნეს-სფეროების წარმომადგენლებს კატარის მხრიდან და მათთან ერთად განეხილათ სამომავლო საქმიანი ურთიერთობები. ფორუმზე წარმოდგენილი სფეროები ქართული მხარის ინტერესების შესაბამისად განისაზღვრა. ძირითადად ღონისძიებაში მონაწილეობა მესაქონლეობის, მშენებლობისა და კვების ტექნოლოგიის სექტორებმა მიიღეს.

ბიზნეს-ფორუმი დოჰაში საქართველოსა და ყატარის პალატების ხელმძღვანელი პირების სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. შემდეგ კი გაიმართა პრეზენტაციები საქართველოში ბიზნესის კეთების პერსპექტივების მიმართულებით. ღონისძიებას კატარის ბიზნეს სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებულები.

საქართველოს ბიზნეს-დელეგაცია დამატებით ორმხრივ შეხვედრებს დოჰაში ხვალაც გამართავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი კატარში ორ დღიანია. ბიზნეს-დელეგაციის წევრები საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსა და სხვა და სხვა ქართული კომპანიების წარმომადგენლები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები