მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო “კეთილდღეობის ინდექსში” ბოლო 10 წელიწადში შედეგების გაუმჯობესებით ერთ-ერთი ლიდერია

63ff3b4740e45
BM.GE
01.03.23 15:52
2472
Legatum Institute-მა 2023 წლის “კეთილდღეობის ინდექსის” შედეგები გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილს იკავებს. ამასთან ქვეყნის მდგომარეობა 2022 წლის ინდექსის ანალოგიურია.

საქართველო არსებული შედეგებით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს (სომხეთი 61); (აზერბაიჯანი 92); (თურქეთი 95); (რუსეთი 77).

Legatum Institute-ი გლობალურ კეთილდღეობას 12 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათში საქართველოს პოზიციები ასეთია:

• დაცულობა და უსაფრთხოება - 82-ე ადგილი;
• პირადი თავისუფლება - 59-ე ადგილი;
• მმართველობა - 53-ე ადგილი;
• სოციალური კაპიტალი - 104-ე ადგილი;
• საინვესტიციო გარემო - 47-ე ადგილი;
• საწარმოო პირობები - 58-ე ადგილი;
• ინფრასტრუქტურა და ბაზრებზე წვდომა - 55-ე ადგილი;
• ეკონომიკური ხარისხი - 78-ე ადგილი;
• საცხოვრებელი პირობები - 78-ე ადგილი;
• ჯანმრთელობა - 90-ე ადგილი;
• განათლება - 49-ე ადგილი;
• ბუნებრივი გარემო - 128-ე ადგილი.

კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. 2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა.

ამ კრიტერიუმებიდან საქართველოს პოზიცია (128-ე ადგილი) ყველაზე დაბალია ბუნებრივი გარემოს მიმართულებით. ყველაზე მოწინავე 47-ე ადგილი საქართველოს საინვესტიციო გარემოში აქვს. Legatum Institute-ის შეფასებით საქართველოს ადამიანური კაპიტალის მდგომარეობა მსოფლიოში 104-ე ადგილზეა. ჯანმრთელობის/ჯანდაცვის მიმართულებით საქართველო 90-ე ადგილს იკავებს.

„კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს Legatum Institute-ი 2007 წლიდან აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები